
ტერორისტები თავიანთ თავს აფასებენ, როგორც იძულებითი წესით მებრძოლთ, რომელთაც სხვა გზა არ დაუტოვა ან მხეცურმა ხელისუფლებამ, ან დაპირისპირებულმა ხალხმა, ან რაიმე პოლიტიკურმა ძალამ და მათ სხვა გზა არ აქვთ, თუ არა რომ იბრძოლონ იარაღით ხელში.ტერორისტები სხვა უკანონო საქმეებით დაკავებული ხალხისგან სწორედ იმითიც განსხვავდებიან, რომ თავიანთ საქმის უკანონობას არ ცნობენ, ან თუ ცნობენ – გამართლებულად თვლიან. ტერორისტებს რომ ჰკითხოთ, “ტერორისტები” სწორედ არიან მთავრობები, საერთაშორისო სისტემები.ტერორისტები რესურსების სიმცირით, რიცხობრივი უმცირესობით, შეზღუდული იარაღით ამართლებენ იმას, რომ მოქმედებენ ფარულად და ხშირად უწევთ დრამატული (აგრეთვე სისხლიანი და გამანადგურებელი) ქმედებების ჩადენა და “დაატყი–გაიქეცი” ტაქტიკისადმი მიმართვა, რომ მიიპყრონ ყურადღება და მიაღწიონ სასურველ მიზანს.ტერორიზმს”, როგორც ტერმინს აქვს დამამცირებელი მნიშვნელობა, რის გამოც ბევრი ტერორისტული ორგანიზაცია თავიანთ საელწოდებებში საერთოდ არ იყენებს ამ სიტყვას. შეინიშნება ტერორისტული ორგანიზაციების ზოგადი სახელწოდებებში შემდეგი ტენდენციები:ისეთი სიტყვების ხმარება, როგორებიცაა “მშვიდობა” და “განთავისუფლება.ცნობილი ტერორისტული ორგანიზაციებია:ალ-ქაიდა,ჰამასი,თამილის ვეფხვები...ბოლო დროს გახშირდა კამიკაძეების(ქართულად ღმერთების ქარი)ტერორისტული აქტები.2010 წ,რუსეთში მათ მიერ ორგანიზებულ ე.წ მსხვერპლშეწირვას ასობით ადამიანი შეეწირა.ცნობილი ტერორისტები არიან:ოსამა ბინ ლადენი,შამილ ბასაევი.ყველაზე გახმაურებული ტერორისტული აქტებია:2001 წ 11 სექტემბრის ტერაქტი და ბესლანის ტრაგედია,ამ ტერაქტებს ათასობით ადამიანი შეეწირა.
No comments:
Post a Comment