Friday, June 11, 2010

საერთაშორისო ორგანიზაციები და ტერორისტები


ნატო და ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ 2001 წლის 12 სექტემბერს, ჩრდილოატლანტიკურმა სამჭომ, წინა დღით ნიუ-იორკსა და ვაშინგტოონში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა გამოაცხადა თავვდასხმად ყველა წევრ სახემწიფოზე. ეს იყო პირველი შემთხვევა ნატოს ისტორიაში, როდესაც ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი ამოქმედდა. ერთი წლის შემდეგ პრაღის სამიტზე მოკავშირეებმა მოიწონეს რიგი ინიციატივებისა ნატოს შესაძლებლობების განსამტკიცებლად ტერორიზმის წინააღმდეგ და სხვა გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით. მიღებული იკნა ტერორიზმისაგან თავდაცვის სამხედრო კონცეფვია. წევრმა ქვეყნებმა დაამტკიცეს ტერორიზმის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს პარტნიორ ქვეყნებს და ითვალისწინებს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას და სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარღით შესაძლო თავდასხმისთვის მზადყოპნის ამაღლებას. ამასთან დაკავშირებით დამტკიცდა ხუთი თავდაცვითი ინიციატივა ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წინააღმდეგ. ამის ერთ-ერთი პირდაპირი შედეგი იყო 2003 წლის დეკემბერში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული იარაღისგან თავდაცვის ბატალიონის ჩამოყალიბება შტავით ლიბერეცში. (ჩეხეთის რესპუბლიკა). ბატალიონი, რომელშიც ალიანსის 13 წევრი სახელმწიფო მონაწილეობს, ნატოს რეაგირების ძალების შემადგენელი ნაწილია. გარდა ამისა, ნატომ წამოიწყო მნიშვნელოვანი კვლევა რაკეტ საწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში და კიბერნეტიკული თავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიმართულებით. 2003 წლის ნოემბერში, ნატოს შტაბ-ბინასთან დაფუძნდა ტერორისტული საფრთხის სადაზვერვო შენაერთი, რომლის მიზანიც იყო განემტკიცებინა წევრ სახელმწიფოთა შორის სადაზვერვო ინფორმაციის მიმოცვლის შესაძლებლობეი. დამატებით შეიქმნა მექნიზმი ინფორმაციის გაცვლისთვის ნატოს პარტნიორ ქვეყნებთან IAPC –სა და ხმელთაშუა ზღვის დიალოგიდან.სტამბოლის სამიტზე, 2004 წლის ივნისში სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა დაამტკიცეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა პაკეტი.

No comments:

Post a Comment