ტერორიზმი
Friday, June 11, 2010
რა არის ტერორიზმი?

ძალიან ცოტა სიტყვა გამოიყენება ყოველდღიურ საუბარში ისე ხშირად, როგორც ტერორიზმი. ბევრ ადამიანს ესმის დღის განმავლობაში ეს სიტყვა და ბევრს აწუხებს “ტერორიზმი”, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის მისი ზუსტი მნიშვნელობა.ტერორიზმი ესაა-ძალადობის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. შეიარაღებული თავდასხმა, რომლის მიზანია არა მოწინააღმდეგისადმი რაიმე სტრატეგიული ზიანის მიყენება, არამედ შიშის დანერგვა, შანტაჟი. კერძოდ, ტერორისტული აქტი შეიძლება მიმართული იყოს ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ტერორისტების პოლიტიკურ პოზიციასთან საერთო არაფერი აქვთ.და მაინც რამდენად აქტუალურია დღეს იგი?მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც 21-ე საუკუნის შავ ჭირად.საინტერესოა რა აიძულებთ ადამიანებ გახდნენ ტეორისტები?ვინ უფო შესაცოდია ის ადამიანები რომლებიც ამ ტერორისტულ აქტებს ეწირებიან ,თუ ისინი ვინც ამ ყველაფრის ორგანიზებენ?ტერორიზმის გამომწვევი მიზეზები მრავალია,თუმცა მათ შორის გამიოიყოფა:რელიგიური და ეკონომიკური მდგომარეობა,მაგრამ ამ მოსაზრებას ეწინაღმდეგება აშშ-ს მთავრობა,რომელიც მიიჩნევს რომ სიღარიბე და უთანასწორობა არაფრ შუაშია.2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს,როელიც ჰამასის მიერ იყო ორგანიზებული უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.თუმცა,– მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (World Trade Organization - WTO) ორი შენობის (ე.წ. “ტყუპების”) აფეთქების მიზანი იყო უფრო დასავლური ეკონომიკური სისტემის სიმბოლოს დამსხვრევა, ვიდრე მაინცდამაინც 5 000 თუ 10 000 მშვიდობიანი მოქალაქის განადგურება). ტერაქტები მიზნად ისახავენ შიშის ჩანერგვას და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დაშინებას. ის არის დაგეგმილი, წინასწარ გათვლილი და აუცილებლად სისტემური აქტი. “სისტემური” აქტში იგულისხმება, რომ მას აქვს სისტემატიური ხასიათი, მიმართულია სისტემის წინააღმდეგ
ტერორისტების დამოკიდებულება თავიანთ ქმედებაზე

ტერორისტები თავიანთ თავს აფასებენ, როგორც იძულებითი წესით მებრძოლთ, რომელთაც სხვა გზა არ დაუტოვა ან მხეცურმა ხელისუფლებამ, ან დაპირისპირებულმა ხალხმა, ან რაიმე პოლიტიკურმა ძალამ და მათ სხვა გზა არ აქვთ, თუ არა რომ იბრძოლონ იარაღით ხელში.ტერორისტები სხვა უკანონო საქმეებით დაკავებული ხალხისგან სწორედ იმითიც განსხვავდებიან, რომ თავიანთ საქმის უკანონობას არ ცნობენ, ან თუ ცნობენ – გამართლებულად თვლიან. ტერორისტებს რომ ჰკითხოთ, “ტერორისტები” სწორედ არიან მთავრობები, საერთაშორისო სისტემები.ტერორისტები რესურსების სიმცირით, რიცხობრივი უმცირესობით, შეზღუდული იარაღით ამართლებენ იმას, რომ მოქმედებენ ფარულად და ხშირად უწევთ დრამატული (აგრეთვე სისხლიანი და გამანადგურებელი) ქმედებების ჩადენა და “დაატყი–გაიქეცი” ტაქტიკისადმი მიმართვა, რომ მიიპყრონ ყურადღება და მიაღწიონ სასურველ მიზანს.ტერორიზმს”, როგორც ტერმინს აქვს დამამცირებელი მნიშვნელობა, რის გამოც ბევრი ტერორისტული ორგანიზაცია თავიანთ საელწოდებებში საერთოდ არ იყენებს ამ სიტყვას. შეინიშნება ტერორისტული ორგანიზაციების ზოგადი სახელწოდებებში შემდეგი ტენდენციები:ისეთი სიტყვების ხმარება, როგორებიცაა “მშვიდობა” და “განთავისუფლება.ცნობილი ტერორისტული ორგანიზაციებია:ალ-ქაიდა,ჰამასი,თამილის ვეფხვები...ბოლო დროს გახშირდა კამიკაძეების(ქართულად ღმერთების ქარი)ტერორისტული აქტები.2010 წ,რუსეთში მათ მიერ ორგანიზებულ ე.წ მსხვერპლშეწირვას ასობით ადამიანი შეეწირა.ცნობილი ტერორისტები არიან:ოსამა ბინ ლადენი,შამილ ბასაევი.ყველაზე გახმაურებული ტერორისტული აქტებია:2001 წ 11 სექტემბრის ტერაქტი და ბესლანის ტრაგედია,ამ ტერაქტებს ათასობით ადამიანი შეეწირა.
საერთაშორისო ორგანიზაციები და ტერორისტები

ნატო და ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ 2001 წლის 12 სექტემბერს, ჩრდილოატლანტიკურმა სამჭომ, წინა დღით ნიუ-იორკსა და ვაშინგტოონში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა გამოაცხადა თავვდასხმად ყველა წევრ სახემწიფოზე. ეს იყო პირველი შემთხვევა ნატოს ისტორიაში, როდესაც ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი ამოქმედდა. ერთი წლის შემდეგ პრაღის სამიტზე მოკავშირეებმა მოიწონეს რიგი ინიციატივებისა ნატოს შესაძლებლობების განსამტკიცებლად ტერორიზმის წინააღმდეგ და სხვა გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით. მიღებული იკნა ტერორიზმისაგან თავდაცვის სამხედრო კონცეფვია. წევრმა ქვეყნებმა დაამტკიცეს ტერორიზმის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს პარტნიორ ქვეყნებს და ითვალისწინებს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას და სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარღით შესაძლო თავდასხმისთვის მზადყოპნის ამაღლებას. ამასთან დაკავშირებით დამტკიცდა ხუთი თავდაცვითი ინიციატივა ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წინააღმდეგ. ამის ერთ-ერთი პირდაპირი შედეგი იყო 2003 წლის დეკემბერში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული იარაღისგან თავდაცვის ბატალიონის ჩამოყალიბება შტავით ლიბერეცში. (ჩეხეთის რესპუბლიკა). ბატალიონი, რომელშიც ალიანსის 13 წევრი სახელმწიფო მონაწილეობს, ნატოს რეაგირების ძალების შემადგენელი ნაწილია. გარდა ამისა, ნატომ წამოიწყო მნიშვნელოვანი კვლევა რაკეტ საწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში და კიბერნეტიკული თავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიმართულებით. 2003 წლის ნოემბერში, ნატოს შტაბ-ბინასთან დაფუძნდა ტერორისტული საფრთხის სადაზვერვო შენაერთი, რომლის მიზანიც იყო განემტკიცებინა წევრ სახელმწიფოთა შორის სადაზვერვო ინფორმაციის მიმოცვლის შესაძლებლობეი. დამატებით შეიქმნა მექნიზმი ინფორმაციის გაცვლისთვის ნატოს პარტნიორ ქვეყნებთან IAPC –სა და ხმელთაშუა ზღვის დიალოგიდან.სტამბოლის სამიტზე, 2004 წლის ივნისში სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა დაამტკიცეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა პაკეტი.
Subscribe to:
Posts (Atom)